დიდი საკონცერტო დარბაზი ააშენეს კურორტ შეკვეთილში.
დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და მას ლითონის კონსტრუქციის მოძრავი სახურავი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარბაზი კონცერტებს სეზონის შესაბამისად უმასპინძლებს.
პროექტს ფონდი “ქართუ” აფინანსებს და მისი სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ლარია. საკონცერტო დარბაზის გახსნა გრანდიოზული კონცერტით არის დაგეგმილი. როგორც გვითხრეს, ამ დღეს, გურიას, მსოფლიო დონის, ცნობილი ვარსკვლავები ესტუმრებიან.