მარტვილის კანიონი – ბუნების ძეგლი სოფელ გაჭედილში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული.
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით.



