დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა – ეს არის შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა, რომელიც იმართება ნებისმიერ ამინდში.
შოუ, რომელშიც ამჟამად 8 დელფინი მონაწილეობს, სამენოვანია (ქართული, ინგლისური და რუსული). ის ფაქტი, რომ პუბლიკა დელფინარიუმს პოზიტიურად დამუხტული ემოციით ტოვებს ამ გასაოცარი არსებების დამსახურებაა,საოცარი სიყვარულით აღივსებით პაწაწუნა დელფინებზე,რომლებიც ჩვენთან ბათუმის დელფინარიუმში დაიბადნენ.
შოუზე დასწრების მსურველთა მატების გამო ბათუმის დელფინარიუმი ზაფხულობით დღეში სამ შოუს გთავაზობთ.
დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 703 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის ინვალიდი და უნარშეზღუდული პირების მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.
ბათუმის დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წლის 6 მაისს გაიხსნა. პირველი დელფინარიუმი კი ზღვისპირა ქალაქში 1975 წელს ამოქმედდა.