გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა.

II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, წყლის სისტემები ჭები და ა.შ.

გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება. გონიოს ციხე ბათუმიდან დაახლოებით 9 კმ მანძილზეა.