ატრაქციონების პარკი მნახველს თავისი სილამაზითა და ატრაქციონების სიმრავლით აოცებს.
ატრაქციონების პარკი “ციცინათელა” მდებარეობს გურიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ზღვისპირა დაბა ურეკსა და ქალაქ ქობულეთს შორის.
ატრაქციონების პარკი “ციცინათელა” 2006 წელს გაიხსნა. პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ბავშვს ართობს და ახალისებს.
სეზონზე “ციცინათელა”- ს დაახლოებით 300 ათასი ადამიანი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობა ბავშვებია.
ბავშვებისთვის უთანამედროვესი ევროპული ატრაქციონები სრულ მზად ყოფნაშია.
“ციცინათელა”– ში ფუნქციონირებს 36 გასართობი ატრაქციონი.დამსვენებლებს ასევე მოემსახურებათ პიცერია და ყავის სახლი.