sunset

მტირალას ეროვნული პარკი განლაგებულია მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის წყალგასაყარზე.
საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების მრავალფეროვნების მიუხედავად, მრავლისმნახველ ადამიანს მაინც განაცვიფრებს მტირალას ეროვნული პარკის ფლორისა და ფაუნის სილამაზე და ჰარმონიულობა.
მისი, განლაგება მაღალმთიან რეგიონში და ამავდროულად შავი ზღვის სანაპიროსთან სიახლოვე, განაპირობებს მტირალას ეროვნული პარკის ჰავასა და ბუნებას.
კინტრიშის დაცული ტერიტორიაც საკმაოდ კარგი ტურისტული ადგილია. ის სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან, სადაც მრავალრიცხოვანი სასტუმროები, რესტორნები და ოჯახური სასტუმროები არსებობს. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. დაათვალიეროთ თაღოვანი ხიდები (XIIს.), ბზების კორომი, ღვინის მარანი, ჩანჩქერი და ა.შ.