batumi dendroგანსაკუთრებული პეიზაჟის მოყვარულებს ბათუმის ბოტანიკური ბაღი აძლევს შესაძლებლობას მოინახულონ გასაოცარი  სილამაზის  მქონე  მცენარეთა მრავალსახეობა.

 აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა ჯიშები. ჯადოსნურ ბაღში ერთდროულად კარგად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც. ტურისტების თუ ადგილობრივი მნახველის გასაოცარ აღფრთოვანებას იწვევს აქ გაზრდილი 1200 ჯიშის ვარდი და უამრავი სხვადასხვა სახეობის მართლაც გასაოცარი მცენარეები.ბათუმის ბოტანიკურ ბაღს განსაკუთრებულ იერს მატებს მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი. ბოტანიკური ბაღიდან იშლება არაჩვეულებრივი ზღვის ხედი,  ბაღის ჩრდილები ზღვას მწვანე ფერს აძლევს და მის სილამაზეს კიდევ უფრო მშვენიერს ხდის, ეს ერთობლივი სილამაზე მნახველს უქმნის უჩვეულო განწყობას, ამიტომაცაა ბოტანიკური ბაღი ტურისტების სავიზიტო ბარათი.